წალენჯიხიდან სამი კილომეტრის დაშორებით, კურორტ სქურის გზაზე, მაზანდარის უბანში, 2004 წელს საფუძველი ჩაეყარა წმ. ნინოს ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობას, რომელიც 2013 წელს დასრულდა. 2016 წლის 20 სექტემბერს, ტაძრის ფრესკებით გამშვენების შემდეგ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ტაძარი აკურთხა.
ტაძრის ქტიტორია გელა ქარდავა, წინამძღვარი _ დეკანოზი სერაფიმე ზარქუა.
ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში. წინამძღვარს მსახურებაში ეხმარებიან მედავითნე-მგალობელი:
მაკრინე (მაკა) ძიძარია. მგალობლები: ირაკლი ქარჩავა, ეკატერინე (ფიქრია) ფიფია,
ნინო ფიფია, გვანცა აბრალავა. სტიქაროსანი რომანოზ ფიფია. მესანთლე ლალი ქანთარია.