ეს ტაძარი ამავე სოფლის მკვიდრმა ბესარიონ ვლადიმერის ძე ჯოლოხავამ ააშენა. ტაძრის კედლები აგებულია დმანისის ტუფის ქვით და გადახურულია ლორფინის ქვით (უძველესი ტექნოლოგია). ტაძარს შიგნით ამშვენებს მოზაიკა, რომლის ნიმუში ათონის ივერთა მონასტრიდანაა ჩამოტანილი. ტაძარში დაბრძანებულ წმ. გიორგის ხატში დატანებულია
წმ გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მეუფე გერასიმემ შემოსწირა. ტაძრის იატაკის მოზაიკის ავტორია დავით მაჭავარიანი.
მოზაიკის ქვა ბერძნულ-იტალიურ-დამასკური მარმარილოთია გაკეთებული. ამ მხრივ ტაძარი ბერძნული ხელოვნების თანამედროვე ნიმუშად ითვლება.
ტაძრის მშენებლობისას ქტიტორმა უცხოეთიდან ჩამოიყვანა ხელოსნები, ხატმწერები.აღსავლის ხის კარი და სასანთლეები დაამზადა ზაზა თელიამ.
კანკელისა და ტრაპეზის ავტორია მამუკა ცხვირკია. კანკელის ხატები შექმნა ამირან გიორგაძემ.
ტაძარში მსახურობენ მედავითნეები და სტიქაროსნები: ვლადიმერ ქარდავა, ზურაბ როგავა, პაატა ჭანტურია, ელენე კვარაცხელია. მგალობლები: ქეთევან ლუკავა, თამარ ლუკავა, ნატალია კვარაცხელია.
გვ164