სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12231

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

სქური (წალენჯიხა) მამათა მონასტერი

სქური (წალენჯიხა) მამათა მონასტერი

სულ რაოდენობა: 11

ბმულის კოპირება

სქურის მამათა მონასტერი

სქურის ეკლესიის აგების თარიღად მიჩნეულია IX-X საუკუნეები. სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657)  მმართველობისას სქურის (სკური) მონასტერი მაცხოვრის შობის სახელობის ყოფილა, რომელსაც სამეგრელოს მთავარი მზრუნველობას არ აკლებდა. 
1639 წლის 26 მაისს სქურის მონასტერი რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა მოილოცეს. ამ მოგზაურობისას მათ წინამძღვრობას უწევდა ცაიშელი ეპისკოპოსი ანდრია (1639-1640). მოგზაურმა ელჩებმა მონასტრის არქიტექტურა და იქ არსებული სიწმინდეები აღწერეს.
სქურის მონასტერმა XVIII საუკუნის ბოლომდე იარსება. 
წალენჯიხის ეპარქიის არსებობის წლებში სქური მის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, ხოლო წალენჯიხის ეპარქია  სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის შემდეგ ძლიერ დასუსტდა და XVIII საუკუნის ბოლოს გაუქმდა, მასთან ერთად  ფუნქციონირება შეწყვიტა სქურის მამათა მონასტერმაც. 1914 წელს სამეგრელოში მყოფმა ექვთიმე თაყაიშვილმა
გვ179

სქურის მონასტერში ნახა ვერცხლის ჯვარი, რომელიც ძმებმა: ძალუე, ოტიე, ბაბა, ხუხუ და გიორგი სალიებმა საკუთარი `საფასით შესწირეს სქურის მამათა მონასტერს ასეთი წარწერით: „ჩყმე-სა წელსა მარტის ლ. ბრძანებითა მანუჩარ კაცია  დადიანის ძისათა, ხოლო სურვილითა და საკუთრისა ხარჯითა ჩვენითა შევამკევით ჯვარი ესე ძალუე ოტიე ბაბა ხუხუ  და გიორგი სალიების შვილებმან ერთობით საოხად ჩვენდა და ძეთა ჩვენთა ამ ჯვარის მონახეურე გიორგის გამონაყოფარის“.
სქურის ვერცხლის ჯვარი ინახება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.
2006 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სქურში მონასტრული ცხოვრება აღდგა. 
მამათა მონასტრის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით დეკანოზებს ანდრიასა (ლიპარტია) და ამბროსის (თორდია). ამ  მონასტრისთვის დეკანოზმა ამბროსიმ დედამის ქეთევანთან ერთად სახლ-კარი შეიძინა და ეპარქიას გადასცა.
2008-2012 წლებში სქურის მონასტერს წინამძღვრობდა მღვდელ-მონაზონი ისაია (ბეჭვაია). მისი დამსახურებით  გამშვენდა მონასტრის ეზო, ჩაიდგა კელიები. მონასტერში მსახურობდნენ: იღუმენი იოათამი (ბასილაია) 2015-2016 წწ. ბერ-დიაკონი _ აწ განსვენებული ლაზარე (ფაჟავა) 2012-2014 წწ., ამ მონასტერში ბერად აღიკვეცა გიორგი (გაბუნია);  სქურის მონასტერში მორჩილებაში იმყოფებოდნენ: გიორგი (ლაგვილავა), გიორგი (შენგელია), მერაბი (ქვარცხავა).  ამჟამად მონასტერში მსახურობენ: წინამძღვარი _ ბერი იოანე (გულორდავა), ბერი საბა (კვარაცხელია), მორჩილი 
იობი ქობალია; საღმრთო ლიტურღიას აღავლენენ დეკანოზი თომა კალანდია და მღვდელი ილია სარია.
გვ180


ლიპარტია ანდრია დეკანოზი
ლიპარტია ანდრია - დეკანოზი. დაბ. 1959წ.  ბიოგრაფია; სრულად ნახვა
თორდია ამბროსი დეკანოზი
თორდია ამბროსი - დეკანოზი. 2004 წლის 30 დეკემბერი, მღვდლად ხელდასხმა, 2007 წლის 03 ივნისს მიენიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა, ჭითაწყაროს ხარების სახელობისტაძრის წინამძღვარი. სრულად ნახვა
გაბუნია  გიორგი ბერი
გაბუნია გიორგი - ბერი. დაბ. თბილისი 1967წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ბეჭვაია ესაია იღუმენი
ბეჭვაია ესაია - იღუმენი.  დაბ. ზუგდიდი, 1966წ 2007 წლის 21 ნოემბერს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ფაჟავა ლაზარე ბერ-დიაკვანი
ფაჟავა ლაზარე - ბერ-დიაკვანი. დაბ. ზუგდიდი 1962-2015წწ.  დაკრძ. იქვე სრულად ნახვა
ბასილაია იოთამ (ვახტანგ) იღუმენი
ბასილაია იოთამ (ვახტანგ) - იღუმენი. დაბ. 1964წ. 2008 წლის 25 აპრილს ბერად აღკვეცა. 2009 წლის 28 დეკემბერს ბერდიაკვნად კურთხევა. 2010 წლის 07 მარტს მთვდელმონაზვნად კურთხევა. 2011 წლის 13 ნოემბერს დაჯილდოვდა:  ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მოღვ. მცხეთა 2024 წ. სრულად ნახვა
გულორდავა იოანე (ზაზა) ბერი
გულორდავა იოანე (ზაზა) - ბერი. დაბ. 1966წ. ბერი ზუგდიდი ბიოგრაფია; სრულად ნახვა
კვარაცხელია  საბა (თენგიზი) ბერი
კვარაცხელია საბა (თენგიზი) - ბერი. დაბ. წალენჯიხა 1956წ. ბერი  სქურის მონასტერი სოფ. ჯგალი, წალენჯიხა ბიოგრაფია სრულად ნახვა
კალანდია  თომა (ჯუანშერი) დეკანოზი
კალანდია თომა (ჯუანშერი) - დეკანოზი. დაბ. 1981წ. 8 შვილი, გაიზარდა წალენჯიხა ბიოგრაფია სრულად ნახვა
სარია  ილია დეკანოზი
სარია ილია - დეკანოზი. დაბ. წალენჯიხა 1985წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ქობალია გიორგი (იობი) ბერდიაკვანი
ქობალია გიორგი (იობი) - ბერდიაკვანი. სქურის მაცხოვრის ფერიცვალების მამათა მონასტრის მონაზონი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი