გუბანი მდებარეობს მდინარეების ენგურისა და მაგანას შეერთების ადგილას. სახელწოდება ,,გუბანი“ ეტიმოლოგიურად ,,წყლიანი თხრილით შემოსაზღვრულ სიმაგრეს'' ნიშნავს.
მონასტრის ტერიტორია ათეული წლების განმავლობაში კერძო პირთა კარ-მიდამოს წარმოადგენდა. ბოლო მეპატრონე ბადრი ქარდავა გახლდათ.
მონასტრის ეზოში, ჭიშკართან, უძველესი ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი ნაეკლესიარი მიწით ყოფილა დაფარული და ოჯახი ნაგავს ყრიდა.
ამ ოჯახის მძიმედ დასნეულებულ უფროსს მიცვალების წინ უთქვამს: ,,კარგად როგორ ვიქნებოდი, როცა სალოცავი სანაგვედ მიქცევია''.
მამის სიტყვები გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს ადგილი ჯერ დაყრილი ნაგვისაგან და შემდგომ მიწისაგან გაწმენდილიყო, რამაც ეკლესიის ნაშთები გამოავლინა.
ძველი ნამოსახლარის გალავანი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ისახება, ზუსტი საზღვრები დგინდება. აქ ყველაფერი სპეციალისტთა კვლევას საჭიროებს.
ღმრთის წყალობით, მოსკოვში მოღვაწე ახალგაზრდა ბიზნესმენმა ზურაბ კვირტიამ შეისყიდა სახლ-კარი, სადაც უძველესი ქართული მონასტრის ნაშთებია შემორჩენილი და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა.
ტაძრის ეზოში დგას ორსართულიანი სახლი, რომლის სამონასტრო საცხოვრებლად გადაკეთება მიმდინარეობს.
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მონასტერში, გახსნის დღიდან, კორცხელისა და ოჭანეს დედათა მონასტრის დედები მონაცვლეობით ცხოვრობდნენ. ამჟამად ამ მონასტერში მსახურობს მონაზონი ბარბარე (აკობია). ეკვდერში წირვებს აღასრულებს დეკანოზი იოსებ მალანია.
გვ190
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მშენებარე მონასტრები და ტაძრები
|
აკობია ბარბარე (ნინო) - მონაზონი.
დაბ. 1960წ. ზუგდიდი. 2013 წლის 21 აპრილს, მორჩილად კურთხევა; ბიოგრაფია;
2020-იანიწ.
პერიოდულად
მონაზონი
სრულად ნახვა
|
|
მალანია იოსები - დეკანოზი.
დაბ. ზუგდიდი 1971წ. ბიოგრაფია;
2020-იანიწ.
პერიოდულად
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |
|
კვირტია ზურაბ - დედა ეკლესიის ქომაგი.
2020წ.
გუბანი(ჯვარი, წალენჯიხა) დედათა მონასტერი
სრულად ნახვა
გუბანის დედათა მონასტერი
გვ189
გუბანი მდებარეობს მდინარეების ენგურისა და მაგანას შეერთების ადგილას. სახელწოდება ,,გუბანი“ ეტიმოლოგიურად ,,წყლიანი თხრილით შემოსაზღვრულ სიმაგრეს'' ნიშნავს. მონასტრის ტერიტორია ათეული წლების განმავლობაში კერძო პირთა კარ-მიდამოს წარმოადგენდა. ბოლო მეპატრონე ბადრი ქარდავა გახლდათ. მონასტრის ეზოში, ჭიშკართან, უძველესი ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი ნაეკლესიარი მიწით ყოფილა დაფარული და ოჯახი ნაგავს ყრიდა. ამ ოჯახის მძიმედ დასნეულებულ უფროსს მიცვალების წინ უთქვამს: ,,კარგად როგორ ვიქნებოდი, როცა სალოცავი სანაგვედ მიქცევია''. მამის სიტყვები გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს ადგილი ჯერ დაყრილი ნაგვისაგან და შემდგომ მიწისაგან გაწმენდილიყო, რამაც ეკლესიის ნაშთები გამოავლინა. ძველი ნამოსახლარის გალავანი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ისახება, ზუსტი საზღვრები დგინდება. აქ ყველაფერი სპეციალისტთა კვლევას საჭიროებს. ღმრთის წყალობით, მოსკოვში მოღვაწე ახალგაზრდა ბიზნესმენმა ზურაბ კვირტიამ შეისყიდა სახლ-კარი, სადაც უძველესი ქართული მონასტრის ნაშთებია შემორჩენილი და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ტაძრის ეზოში დგას ორსართულიანი სახლი, რომლის სამონასტრო საცხოვრებლად გადაკეთება მიმდინარეობს. მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მონასტერში, გახსნის დღიდან, კორცხელისა და ოჭანეს დედათა მონასტრის დედები მონაცვლეობით ცხოვრობდნენ. ამჟამად ამ მონასტერში მსახურობს მონაზონი ბარბარე (აკობია). ეკვდერში წირვებს აღასრულებს დეკანოზი იოსებ მალანია. გვ190
|