სულ რაოდენობა: 1
ბმულის კოპირება2011 წლის 3 ნოემბერი, ტაძრის კურთხევა; სამტრედიის დავით აღმაშენებლის ტაძარი.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესიის საძირკველი 1990 წლის ივნისში აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. თავდაპირველი ესკიზური პროექტის ავტორი იყო ცნობილი ქართველი ხუროთმოძღვარი გიგა ბათიაშვილი, მშენებლობის ინიციატორები-ადგილობრივი მოსახლეობა და სამტრედიის იმჟამინდელი პრეფექტი ზვიად ძიძიგური. მაშინ ჩაიყარა ტაძრის მხოლოდ საძირკველი. სამოქალაქო ომის პერიოდში მშენებლობა შეჩერდა და მხოლოდ 2000 წელს განახლდა. მეუფე საბას ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ხელმძღვანელობით შედგა ახალი პროექტი. დაპროექტებაში როგორც კონსულტანტებმა, მონაწილეობა მიიღეს დეკანოზმა ბესარიონმა, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძემ და დიზაინერმა ნიკოლოზ დადიანმა. კონსტრუქტორია ბესარიონ ბათიაშვილი.
ტაძრის მხატვრულ შემკობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ზვიად და იაკობ ძიძიგურები. მშენებლობას ხელმძღვანელობს ჯონი ნადირაძე, მასში მონაწილეობდა სამტრედიის მოსახლეობა.
ტაძარი ტეტრაკონქის ანუ ოთხაფსიდიანი ცენტრალურ გუმბათოვანი ტიპისაა, რომლის ანალოგები გვაქვს შუა საუკუნეების ტაო-კლარჯეთის არქიტექტურაში – ჩამს
რეზო ჯანაშია - არქიტექტორი
![]() 2011-2023წ. მდგომარეობით მღვდელი სრულად ნახვა |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |