სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ბეთლემი (ზემო, თბილისი) მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემი (ზემო, თბილისი) მაცხოვრის შობის ეკლესია

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია თბილისის ძველ უბანში, ბეთლემის აღმართის 18 ნომერში მდებარეობს. დღევანდელი ეკლესიის ადგილზე წარსულში ქართველ მართლმადიდებელთა პატარა სამლოცველო მდგარა. ამჟამად მისგან მხოლოდ აფსიდის ნაწილიღა მოჩანს, დანარჩენი კედლები კი ამჟამინდელი ტაძრის იატაკის ქვეშაა მოქცეული. XV საუკუნეში თბილისელმა სომხებმა აქ ღმრთისმშობლის სახელობის მონასტერი დაარსეს, რომელსაც ფეთხაინს უწოდებდნენ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ახალი ეკლესია აიგო. ბეთლემი სომხებისთვისაც და ქართველებისთვისაც წმინდა და მნიშვნელოვანი ადგილი იყო, ამიტომაც მშენებლობაში ორივე ეროვნების წარმომადგენლებს შეჰქონდათ წვლილი. ტაძრისთვის 1740 წელს დიდი შესაწირი გაიღო ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა თავადმა გივი ამილახვარმა. 1884 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს, განახლდა საფასადო წყობა, ამავე პერიოდსაა ტაძრის გუმბათიც. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა და მასში საამქრო განათავსეს. 1994 წლიდან ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. ბეთლემის ეკლესიიდან თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება.

შეგვეხმიანა გიორგი გოგიძე.



როსტიაშვილი  იოანე ილიას ძე დეკანოზი
როსტიაშვილი იოანე ილიას ძე - დეკანოზი. დაბ. 1967წ. სოფ. ვაზისუბანი გურჯაანი, აღდგენილია მისი უშუალო ძალისხმევით. 2012 წლის 06 მაისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი