სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

სეტი (მესტია) წმიდა გიორგის ტაძარი

სეტი (მესტია) წმიდა გიორგის ტაძარი

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

სეტის წმინდა გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) - ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ცენტრში, სეტის უბნის სასაფლაოზე მდებარეობს.

სეტის წმინდა გიორგის (ჯგრაგის) ეკლესიის შემოგარენის განლაგება და ტოპონიმიკა აშკარად მიგვანიშნებს ოდესღაც არსებული მონასტრის შესახებ. დღეს არსებული ტაძარი XIX საუკუნეშია აშენებული. ის დგას X-XI საუკუნეების ტაძრის საძირკველზე, რომელიც მოიხსენიებოდა ერთადერთ გუმბათოვან ტაძრად მთელს სვანეთში. ქართული ფრესკით გამშვენებული ტაძარი რუსებს დაუნგრევიათ და მის პარამეტრებში აუშენებიათ ახლანდელი ტაძარი. საბჭოთა ათეიზმის ხანაში ეს ტაძარი გახდა ძირითადი ბაზა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დასაფუძნებლად. 1937 - 1995 წლამდე ამ ტაძარში მუზეუმის პირველი საგამოფენო დარბაზი იყო განლაგებული. 1995 წელს კი, ტაძარი მოქმედი გახდა და 2013 წლამდე იგი მთავარი საკათედრო ტაძარი იყო, სადაც რეგულარულად აღევლინებოდა ლიტურგიული მსახურება.



ჩართოლანი  გიორგი (რევაზ) სამსონის ძე  დეკანოზი
ჩართოლანი გიორგი (რევაზ) სამსონის ძე - დეკანოზი. დაბ. მესტია 1960წ. მღვდელი 1989 წლიდან, დეკანოზი 1994 წლიდან. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი