სულ რაოდენობა: 1
ბმულის კოპირება15 იანვარი 2020წ. სოფ. ბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცა;
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერიეთში წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. კელდები ჩამონგრეული ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი.
ნასოფლარში არის VIII – X სს-ის დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევი, რომელიც მეტნაკლებად შემონახულია. ყველაზე კარგად შემონახულია დასავლეთი მხარე, მთავარი შესასვლელი კარი, რომლის თაღზე ორ ლომს შორის ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დაქარაგმებული ხუცური წარწერით: ,,ჯვარი დიდებისაი" (სამწუხაროდ წარწერა საკმაოდ დაზიანებულია და ძნელად იკითხება). 2017წ.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ.
![]() |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |