ჯვარის ღმრთისმშობლის ხატის ,,მსწრაფლშემსმენელის“ ტაძარი
2010 წლის ივნისში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ხატის `მსწრაფლშემსმენელის“ ტაძრის საძირკველი აკურთხა.
ტაძარს, დედის სულის საოხად, აშენებდა ქ. ჯვარის მკვიდრი აბესალომ ხასაია.
მან ტაძრის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დროებით შეჩერდა და ათი წელიწადი არ განახლებულა.
ტაძარს არ ჰქონდა კანკელი, იატაკი, კანკელის ხატები, აღსავლის კარები, სამკვეთლოსა და სადიაკვნოს
კარები. ტაძრის სამრეკლო დასრულდა რუსეთიდან მიღებული შემოწირულობით.
გვ145
ამის შემდეგ ტაძარს გამოუჩნდა მრავალი გულშემატკივარი, მათ შორის სოფელ ოხურეის მკვიდრი, ამჟამად ქ. მოსკოვში
მცხოვრები ვახტანგ ჯახაია და მისი და-ძმა.ტაძრის კეთილმოწყობა დასრულდა 2021 წლის იანვრის ბოლოს.
2021 წლის 27 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად
აღასრულა ახალი ტაძრის კურთხევა, რაც უკანასკნელ პერიოდში პირველია ქ. ჯვარის ისტორიაში.