2017-2026წ. ტაძრის აღმშენებელი კოკათი (ლანჩხუთი) მთავარანგელოზთა ტაძარი
2026 წლის 28 მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში წმინდა მთავარანგელოზთა, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთხა და მის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი მარშანიშვილი დაადგინა, რომელიც გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ტაძრის აშენების იდეა დაიბადა 2014 წელს; მშენებლობა დაიწყო 2017 წელს.
აშენდა დეკანოზი გიორგი მარშანიშვილის უშუალო ჩართულობით.
მიტროპოლიტმა იოსებმა ტაძრის კურთხევის დროს აღმშენებლებში მოიხსენია, მინდია მარშანიშვილი, ვახტანგ მარშანიშვილი, დიმიტრი მარშანიშვილი, ხარიტონ მარშანიშვილი და ზურა ფირცხალაიშვილი;



