1810წ. შეიმოსა შავი ანაფორით იღუმენია ჭალა (კასპი) ღთვიმშობლის მიძინების ეკლესია
1812წ. მონაზვნად აღკვეცა იღუმენია რუისი (ქარელი) მაცხოვრის ფერიცვალობის ეკლესია
1812-1839წ. იღუმენია სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი დაკრძ. იქვე
ამილახვარი ნინო ქრისტეფორეს ასული 1784-1839წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი 1830-იანიწ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერიამილახვარი ნინო ქაიხოსროს ასული (1784-1839) - მონასტრის პირველი წინამძღვარი (სამთავროში მოვიდა 1820 წლის 10 ოქტომბერს, სამონაზვნედ შეიმოსა 1810 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1812 წელს), რომელმაც რამდენიმე დასთან ერთად განაახლა სამონასტრო ცხოვრება სამთავროში. ამ დროიდან სამთავრო დედათა მონასტერია. მონასტრის დამაარსებელი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინოსსა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა”. მონასტერს ხელმძღვანელობდა 1830-1839 წლებში.
სამთავროში სამონასტრო ცხოვრება XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან განახლდა. სამთავროს დედათა მონასტრის განმაახლებლად მოიხსენიება თავადის ქალი ნინო ქაიხოსროს ასული ამილახვარი (უფროსი _ 1784/1839 წ.წ.).
1820 წელს ნინო ამილახვარი და რამდენიმე განდეგილი დედა სამთავროში მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით იქვე დასახლებულან. მათ მალე სხვა დედებიც შემატებიან და დაუწყიათ ზრუნვა მონასტრის აღდგენისათვის. `მცხეთის მახლობლად, ნახევარ ვერსტში ტაძარია მაცხოვრის ფერისცვალებისა, სამთავროს ყოფილ მღვდელმთავრებისა, რომლის გალავანში ამჟამად მონოზვნები ცხოვრობენ~, _ წერდა ეგზარქოსი იონა 1828 წელს.
ღირსი ნინო (ამილახვარი) მონოზვნად აღიკვეცა 1812 წელს, რუისის ფერისცვალების ეკლესიაში, უფრო ადრე კი, არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის `ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში ახალგაზრდა ნინო შავი ანაფორით შეუმოსავს.
განუზომელია ნინო ამილახვრის ღვაწლი სამთავროს დედათა მონასტრის ისტორიაში. მან სული შთაბერა მიმქრალ სავანეს და ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება.
გარდაიცვალა 1839 წელს. დაკრძალულია მაყვლოვანში.
