სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბალიაური გიორგი მღვდელი

1864-1933წწ

ბალიაური გიორგი მღვდელი

ბალიაური გიორგი მღვდელი 1925წ. გრემის ეკლესია. 1864-1933წწ წინამძღვარი მღვდელი სოფელ ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) 1883წ. მედავითნე, 1893წ. მღვდელი, ახიელი (დუშეთი) მთავარანგელოზის, მაცხოვრის ეკლესია 1912-1916წ. ალვანის ზემო (ახმეტა) წმიდა სამების ტაძარი, 1925წ. ენისელი (ყვარელი) მთავარანგელოზთა ეკლესია 



1864 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა-კითხვა, წმიდნა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.
1884 წლის 14 სექტემბერს ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1892 წლის 22 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ეკლესიაში დაადგინა.
1893 წლის 20 მაისს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მამა გიორგის ასევე დაევალა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო 
სჯულის სწავლება.
1902 წლის 6 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1910 წლის 29 სექტემბერს ალვანის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1912 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
1914 წლის 27 ოქტომბერს გრემის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა  და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1925 წელს ენისელის მთვარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1929 წლიდან მასვე ჩააბარეს საბუეს სამრევლო. მიუხედავად მრავალი 
დევნისა და შეურაცხყოფისა სამღვდელო კაბა არ გაუხდია და ბოლომდე 
ერთგულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მღვდელი გიორგი 1933 წელს გარდაიცვალა. 

ბალიაური - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბალიაური გიორგი - მღვდელი. 1864-1933წწ სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.