2006 წლის 17 სექტემბერს, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი, მრავალი წლის ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
2014წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
მცხეთა-თბილისის ეპარქია

ბერიშვილი თეიმურაზ დეკანოზი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 14 ფოტო
დაჯილდოება
17 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: მისი მაღალღისება, იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული, მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; დიდი დამსახურებისათვის ეკლესიის წინაშე იღუმენი დავით ჭინჭარაული აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დანიშნულია ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ; იღუმენი ბართლომე ფირცხალაიშვილი, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი, მრავალი წლის ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით; მღვდელი ლავრენტი ბეთლემიშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელმონაზონი ლუკა ფალავანდიშვილი აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი აბრაამ სოლომნიშვილი ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.