
ბიწაძე მიქაელ (მამუკა) დეკანოზი 1974-2020წწ ჭიათურაში ხარების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა.
საპატრიარქოს უწყებანი N19 18-24მაისი 2006წ გვ.9
16 მაისს მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში ცხუმაფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად აკურთხა სავანის ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონი გიორგი წერეთელი, ხოლო დიაკვნად - სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე მიქაელ ბიწაძე.
საპატრიარქოს უწყებანი N41 16-22ნოემბერი 2006წ გვ.8
12 ნოემბერს მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში, სხუმაფხაზეთის საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად აკურთხა სავანის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკონი მიქაელ ბიწაძე.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 73
დეკანოზი მიქაელი 1974 წელს დაიბადა ქ. ჭიათურაში. დაამთავრა ჭიათურის N2 საშუალო სკოლა.
2006 წლის 12 მაისს მიტროპოლიტმა დანიელმა აკურთხა დიაკვნად, 16 ნოემბერს კი − მღვდლად.
2006 წლიდან მსახურობდა ჭიათურის ნაგუთის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოში. შემდეგ დადგინდა ნაგუთის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, სადაც მსახურობდა
2020 წლის 16 სექტემბრამდე (გარდაცვალებამდე). დარჩა მეუღლე და 4 შვილი.