2025წ. მდგომარეობით მღვდელი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
2021 წლის 21 სექტემბერს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევით მსახურება აღასრულა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დიაკვნად დაასხა ხელი წიგნის მკითხველ ზეზვა(გიორგი) ბროლაძეს და სახელად ეწოდა გერასიმე.
2023 წლის 16 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა წმ. ევდემოზ კათოლიკოსის (დიასამიძის) სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად დადგინებულ იქნა მღვდელი გერასიმე ბროლაძე და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მადლობის სიგელით დააჯილდოვა ყველა ის პიროვნება, ვინც ტაძრის აღმშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.