სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გვარამაძე  ივანე პავლეს ძე  სასულიერო პირი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გვარამაძე ივანე პავლეს ძე სასულიერო პირი

დაბ. ვალე 1831-1912წწ

გვარამაძე ივანე პავლეს ძე 1831-1912წწ სასულიერო პირი დაბ. ვალე ფოტო, ბიოგრაფია

  ივანე გვარამაძე დაიბადა 1831 წლის 24 ოქტომბერს სოფელ ვალეში, ღარიბ ოჯახში. ქართული და სომხური წერა-კითხვა საერო სკოლაში შეისწავლა.


    1848 წელს, 17 წლისა, ახალციხეში არქიმანდრიტ შაჰყულიანს სამღვდლოდ მოსამზადებლად მიაბარეს, შემდეგ ქუთაისში მღვდელ პეტრე ხარისჭირაშვილთან მეცადინეობდა. იყო სტამბოლშიც, სადაც სწავლა-მეცადინეობასთან ერთად იკვლევდა ისტორიულ საბუთებსა და ზედმიწევნით შეისწავლა სომხური ენა. საუცხოოდ კითხულობდა ხუცურს და ქარაგმულ წარწერებს.

1868 წელს მღვდლად აკურთხეს და სამცხე-საათაბაგოს მივარდნილ სოფლებში განამწესეს.

1884 წელს ახალციხეში, წმინდა იოანე ნათლიმცემლის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1866 წელს მწერლობა დაიწყო და გაზეთ „დროებაში“, „ვინმე მესხის“ ფსევდონიმით, პუბლიკაციებს აქვეყნებდა. ამის შემდეგ, მთელი 46 წელი თანამშრომლობდა თითქმის ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთში.


   ივანე გვარამაძის შრომები ჩვენი წარსულის სიტყვიერების, საღვთისმეტყველო და ზნეობრივ საკითხებს ეხება. წერდა წერილებს ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის შესახებ, სასულიერო-ზნეობრივ წიგნებს, პოემებს, ადგენდა სახელმძღვანელოებს, კრებდა სახალხო ზეპირსიტყვიერებას, ძველ თქმულებებს, გადმოცემა-ზღაპრებს, აღწერა მრავალი ისტორიული ნაშთი, შეკრიბა ხალხური ლექსები, თქმულებები, ზღაპრები და „დროებაში, „ცისკარში“, „ივერიაში”, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „კრებულში” და „მწყემსში“ აქვეყნებდა.

   ივანე გვარამაძემ კონსტანტინოპოლში გამოსცა: „წინამძღვარი ზეცისა“, „გზა ცხოვრებისა“, „ფილოსოფია“, „სასაუბრო ენის გასატეხი ფრანგულ-ქართული“, „რიტორიკა“, „ყვავილების კონა გინა რჩეული ლექსები“, „გვირგვინი წამებულთა“ და სხვა. დაიარებოდა ახალციხესა და ახალქალაქის მაზრების მიყრუებულ ტყე-ღრეებში, ათვალიერებდა ძველ ეკლესია-მონასტრებს, ციხე-კოშკებს და თავისი ხელით იღებდა კედლებიდან წარწერა-ნახატებს. შეკრიბა 13 000 ქართული სიტყვა, რომლებიც სულხან-საბა ორბელიანისა და დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებში არ მოიპოვება.

   მღვდელი ივანეს ცხოვრება-მოღვაწეობის დროს, ქართველ კათოლიკეთა საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შოვინისტ-კათოლიკე სომეხთა სასულიერო პირები ხელაღებით უარყოფდნენ ქართველ კათოლიკეთა არსებობას. მან ქართველ კათოლიკეთა შორის ეროვნული თვითცნობიერება გაავრცელა და პირველმა გამოთქვა აზრი, რომ სომხურ ტიბიკონზე ქართული ენით მოლაპარაკე კათოლიკენი ქართველები ვართ, ჩვენი დედა ენა ქართული ენაა, ხოლო სამშობლო  საქართველოო, მაგრამ სომეხი კათოლიკეები აუმხედრდნენ: „ღვთის მსახურება ქართულად არ შეიძლებაო“. ივანემ ასეთ შოვინისტ სომეხ კათოლიკეთა საწინააღმდეგოდ „მამაო ჩვენო“ თათრულად თარგმნა და ისე სწირავდა ხოლმე.

     მღვდელი ივანეს ასეთ მუშაობას იმ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთა ეროვნული შემჭიდროების, ერთიანობისა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისმა თავგამოდებულმა მოძღვრება-ქადაგებამ ქართველ კათოლიკეებს შეაგნებინა თავისი ეროვნული ვინაობა, რის გამოც მღვდელი დევნას განიცდიდა, მაგრამ იგი არ შედრკა.

    ივანე გვარამაძემ შეკრიბა ძველი ხელნაწერები, ქართული ფული, ნივთები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იგი ცდილობდა წერა-კითხვის მოფენით, წიგნების გავრცელებითა და ქადაგებით მესხეთ-ჯავახეთში ქართული ენა აღედგინა.

    ივანე გვარამაძე  გარდაიცვალა 1912 წლის 24 მაისს  ახალციხეში (რაბათში) და დაკრძალულია იქვე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარე წევრი ახალციხეში (1886-)

ბიბლიოგრაფია

"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // I ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 575


 ·



გვარამაძე - გვარის 16 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გვარამაძე  ივანე პავლეს ძე  სასულიერო პირი
გვარამაძე ივანე პავლეს ძე - სასულიერო პირი. დაბ. ვალე 1831-1912წწ სრულად ნახვა
გვარამაძე  გიორგი (ზაურ) მიქაელის (მღვდელი) ძე  მღვდელი
გვარამაძე გიორგი (ზაურ) მიქაელის (მღვდელი) ძე - მღვდელი. დაბ. 1993წ. ზღვისუბნი (თბილისი) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. სრულად ნახვა
გვარამაძე  მიქაელი მღვდელი
გვარამაძე მიქაელი - მღვდელი.

დაბ. 1972წ. 2009 წლის 27 სექტემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.   ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი

სრულად ნახვა
გვარამაძე მიქაელი - დეკანოზი.
გვარამაძე ზაქარია - მღვდელი.
გვარამაძე მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა

გვარამაძე  დიმიტრი მღვდელი 1870წ. თბილისის მაზრა

გვარამაძე ევსთატი სვიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გვარამაძე კონსტანტინე - მედავითნე. სრულად ნახვა
გვარამაძე ანდრია - მღვდელი. სრულად ნახვა
გვარამაძე ალექსანდრე - მღვდელი. სრულად ნახვა
გვარამაძე მიხეილ გიორგის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
გვარამაძე ანდრია სოლომონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გვარამაძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
გვარამაძე გიორგი (მღვდელი) სოფ. არბოს ძველი ეკლესია, 1892წ.
გვარამაძე მესხი იოანე მღვდელი 1878წ. ყვავილების კონა გინა რჩეული ლექსები 
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.