სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12228

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გიგნაძე თეოდორე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გიგნაძე თეოდორე დეკანოზი

დაბ. 1960წ. 2010 წლის 28 თებერვალს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით. 

დაბ.1960წ. ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წინამძღვარი, თეოლოგიის დოქტორი. 

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს. სკოლა დაამთავრა 1978 წელს, ხოლო 1983 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.

1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი).

1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ, მას ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი. 2003 წლიდან კი ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის (მცხეთა-თბილისის ეპარქია) წინამძღვარია.

2019 წლის 15 ივლისს დეკანოზ თეოდორეს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი სამეცნიერო ნაშრომისთვის თემაზე “წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიოლოგი


 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ  გვ. 11

დაჯილდოვება

28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი, თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე; გამშვენებული ჯვრით − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ქოჩიაშვილი).

გიგნაძე - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გიგნაძე თეოდორე დეკანოზი
გიგნაძე თეოდორე - დეკანოზი. დაბ. 1960წ. 2010 წლის 28 თებერვალს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით.  სრულად ნახვა
გიგნაძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.