2012 წლის 02 ოქტომბერს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 23 ივნისს, მღვდელმონაზვნად კურთხევა. მლეთის მამათა მონასტერი. 2014 წლის 27 სექტემბერს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მშენებარე მამათა მონასტრის წევრი.
2014წ.
მდგომარეობით
იღუმენი
მცხეთა-თბილისის ეპარქია

გოგალაძე კახაბერ (მღვდელ-მონაზონი). ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია, საპატრიარქოს უწყებანი. 2013. - 27 ივნისი - 3 ივლისი
საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7
ხელდასხმა
2 ოქტომბერს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი კახაბერი (გოგალაძე). ბერ-დიაკონი კახაბერი ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
ხელდასხმა
23 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ კახაბერს (გოგალაძე), მღვდელ-მონაზონი კახაბერი მლეთის მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება
27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდლოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლომისის (ზემო მლეთა) წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი მათე (ჯულაყიძე) და ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მშენებარე მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი კახაბერი (გოგალაძე).