2024წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სამთავისი (კასპი) ამაღლების ტაძარი (სობორი)
გუჯაბიძე კოზმა არქიმანდრიტი, 2024წ. სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი
საპატრიარქოს უწყებანი N2 15-21იანვარი 2004წ გვ.6
ბერად აღკვეცა
2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესმა, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა მორჩილები – გიორგი გუჯაბიძე და მამუკა ხუფენია და მათ კოზმა და დამიანე უწოდა.
საპატრიარქოს უწყებანი N 14 22-28აპრილი 2004წ გვ.11
10 აპრილს სამთავისისა და გორის ეპიკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთის-მშობლის სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ბერ კოზმას (გუჯაბიძე).
საპატრიარქოს უწყებანი N46 10-16დეკემბერი 2004წ გვ.6
ხელდასხმა
4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან კოზმას (გუჯაბიძე).
2024 წლის 14 იანვარს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ატენის მამათა მონასტრის მღვდელმსახურს, იღუმენ კოზმას (გუჯაბიძე), დეკანოზის წოდება მიანიჭა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ირაკლი ცუცქირიძეს, ხოლო ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლევან ჯიქური.

