1892წ. მედავითნე საბუე (ყვარელი) იოანე ნათლიმცემლის შობის ეკლესია თელავის მაზრა
1893წ. მედავითნე ფშაველი (თელავი) წმიდა ევსტატეს ეკლესია,
1907წ. მღვდელი ბახტრიონი (ახმეტა) ნათლისმცემლის ეკლესია, თელავის მაზრა
1907წ. დიაკონი ფშაველი (თელავი) წმიდა ევსტატეს ეკლესია,
1908-1914წ. მღვდელი მატანი (ახმეტა) ნიკოლიზ ეკლესია,
დალაქიშვილი იოსებ მღვდელი
დალაქიშვილი იოსებ გიორგის ძე მოკლეს. 1871-1924წ. მართლმ მღვდელი დაბ. სოფ. ფშაველი თელავი სხვა წყარო 1907წ. მღვდელი ბახტრიონი (ახმეტა) ნათლისმცემლის ეკლესია, თელავის მაზრა 1908-1914წ. მატანი (ახმეტა) ნიკოლიზ ეკლესია,
1871 წელს, დიაკვნის ოჯახში დაიბადა.
1888 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა.
1890 წელს, მესამე კურსიდან თავი გაანება სწავლას და თავისი თხოვნით, 1891 წლის 10 თებერვალს საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1892 წლის 13 აპრილს ფშაველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.
1900 წლის 17 დეკემბერს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.
1901 წლის 19 მარტს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1907 წლის 17 მაისს მატანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1908 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1911 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1916 წლის აღდგომას - სკუფიით დაჯილდოვდა.
1918 წლის სექტემბერში თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1920 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1922 წელს, დეკანოზ ლეონტი ღვინიაშვილის დაპატიმრების გამო, დროებით ახმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.