დევიძე ლავრენტი დეკანოზი შორაპანი 1926წ.
“რეფორმატორთა” ჯგუფმა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქისა და საკათალიკოზო საბჭოს გვერდის ავლით 1926 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭოსა და კათალიკოზ-პატრიარქ უწმიდესი ამბროსის მოწინააღმდეგე, საბჭოთა ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსის მიმდევარი სასულიერო პირები, კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ: მიტროპოლიტები: ქრისტეფორე, დავითი, ეპისკოპოსები იოანე, სიმეონი. ნესტორ, სტეფანე, მელქისედეკი (არ დაესწრო). სამღვდელოებიდან დეკანოზები: ალექსი თევზაძე, ბესარიონ კანდელაკი, რაფიელ ივანიცკი, ნესტორ მაჭარაშვილი, იოანე ლუკაშვილი, იოსებ ჩიჯავაძე, დავით ხახუტაშვილი, ზაქარია ლუკაშვილი. თბილისიდან ელიზბარ ანჩაბაძე, სიმეონ გიგინეიშვილი-სოხუმიდან, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი გარე-კახეთიდან, არქიმანდრიტი გრიგოლი სიდამონიძე-ბორჩალოდან, დეკანოზები კონსტანტინე შანიძე, ამბროსი ფოფხაძე, სილოვან შუბლაძე, დავით მუსერიძე-ქუთაისიდან, დეკანოზი არსენ თოხაძე - აჭარიდან, დეკანოზი სიმონ სარალიძე გორიდან, იოანე სარალიძე ბორჯომიდან, გრიგოლ მაჭავარიანი - სიღნაღიდან, დეკანოზები ლავრენტი დევიძე, კოტე ანთაძე შორაპნიდან, იოანე ბობოხიძე ფოთიდან, ევგენი შენგელია ზუგდიდიდან. დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი-თელავიდან, დეკანოზი ვასილ კოპტონაშვილი ახალციხიდან. ვასილ ხიდაშელი ცხინვალიდან. დავით ჯორბენაძე ოზურგეთიდან, საერო პირთაგან ქუთაისის კრებაზე მიწვეულ იქნენ კორნელი კეკელიძე, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, მელიტონ კელენჯერიძე, ივანე კუჭუხიძე თუმცა ეს უკანასკნელნი საეკლესიო კრებას არ დასწრებიან. საეკლესიო კრებას ესწრებოდა 77 კაცი.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
სხვა სახელი: ბარბანმილსი (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი: 9 მაისი, 1879 (146 წლის)
გარდაცვ. თარიღი: 19??
კატეგორია: მწერალი, სასულიერო პირი
1904 წლამდე გაზეთ "ივერიაში" წერდა ბარბანმილსის ფსევდონიმით. 1903 წელს დაწერა "ლეონიდ ეპისკოპოსის მოგზაურობა იმერეთში". გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე მოგონებები: "ციხის ღვდლის დღიური" (ქართული მწერლობა. - 1929. -№1-2. - გვ. 161-173). ციხის მღვდელი.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.848
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1913-)