2025წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია
კარანაძე ათანასე არქიმანდრიტი დაბ. 1960წ. თბილისი 40 მოწამეთას მონასტერი აბანოთუბანი 2025წ. მდგომარეობით
კარანაძე ათანასე მღვდელ-მონაზონი, საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 14-20 იანვარი. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 12
ხელდასხმა
27 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდი ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ათანასე (კარანაძე). მღვდელ-მონაზონი ათანასე ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება
13 ივლისს სვეტიცხოვლის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული სამსახურისათვის მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). ამავე დღეს ასევე დაჯილდოვდნენ: მიტრით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (კარანაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
დაჯილდოება
29 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურები: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) და იღუმენი ათანასე (კარანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გაბრიელ გიგაური.