1893წ. მღვდელი დიცი (გორი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
1905წ. მღვდელი ხვითი (ქვემო) (კასპი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
კვანჩახაძე (კვანჭახაძე) ელისე მართლმ. მღვდელი
კვანჩახაძე (კვანჭახაძე) ელისე ზაქარიას ძე მართლმ. მღვდელი 1915 წელს ცხინვალი, 1893წ. დიცი (გორი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1905წ. ხვითი (ქვემო) (კასპი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კულუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი