2023წ. მდგომარეობით მღვდელი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
კვიჟინაძე გიორგი მღვდელი 2023წ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნაგუთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი
ჩინჩალაძე გიორგი მღვდელი 2023წ. ჭიათურის ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) სახელობის ტაძარი.
2023 წლის 8 და 9 ოქტომბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვნებს: გიორგი კვიჟინაძესა და გიორგი ჩინჩალაძეს.
მღვდელი გიორგი კვიჟინაძე იმსახურებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნაგუთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში, ხოლო გიორგი ჩინჩალაძე - ჭიათურის ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) სახელობის ტაძარში.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის, სოფელ მღვიმევის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი; 2026წ.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 66
დიაკვანი გიორგი (კვიჟინაძე) დაიბადა 1995 წლის 17 აპრილს ქალაქ ჭიათურაში.
2001-2013 წლებში სწავლობდა ჭიათურის N5 საჯარო სკოლაში.
2008 წლიდან დაიწყო საეკლესიო ცხოვრება.
2009 წლიდან შეიმოსა სტიქრით და მალევე მედავითნე გახდა.
2013-2017 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2015 წელს დაოჯახდა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი (ანასტასია და დანიელი).
2021 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში, სადაც დღემდე განაგრძობს სწავლას.
2021 წლის 4 დეკემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ხელი დაასხა დიაკვნად და განაწესა ჭიათურაში, ნაგუთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში.
2023 წლის 9 ოქტომბერს საჩხერის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად. იმსახურებს ნაგუთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში.
