საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 9
ხელდასხმა
26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი კუცია და სახელად გრიგოლი უწოდა.
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ბერი გრიგოლი (კუცია). ბერ-დიაკონი გრიგოლი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.

