დაბ. 1959წ. ფოთი. წინამძღოლი: ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი. ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერი (VI ს.) 2005წ. 2007წ. ელიას მთაზე მდებარე საბა განწმენდელის მონასტერი წინამძღვარი
1994-1997წ. არქიმანდრიტი სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი
1997წ. მდგომარეობით იღუმენი მარტყოფი (ნორიო, გარდაბანი) ღვთაების მონასტერი
2005წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მახათას (თბილისი) მთის მონასტერი
2008წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია
კუჭავა საბა არქიმანდრიტი, წინამძღოლი: ბეთანიის ღვთისმშობლის შობის მონასტერი. ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერი (VI ს.) 2005წ. მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 11 ფოტო
სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი 1994-1997 წლებში. გვ. 182
არქიმანდრიტი საბა ერისკაცობაში გიორგი კუჭავა _დაიბადა 1959 წელს ფოთში. 1989 წლიდან ეკლესიის მრევლია. 1990-
1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
ზაფხულობით მორჩილებას გადიოდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. 1993 წლის 10 აპრილს არქიმანდრიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად
აღკვეცა და სახელად უწოდა საბა. 1993 წლის 13 ივლისს უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია ჲჲ-მ აკურთხა დიაკვნად. 1994 წლის 30 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად. პარალელურად იყო სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი და მწირველი. 1997 წლის 23 მაისს დაინიშნა მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, ენქერითა და იღუმენის წოდებით. 1997 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა ბეთანიის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2002 წლის 13 ივლისს
მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა გამშვენიერებული
ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით. 2002 წლის შემოდგომიდან ინიშნება ზედაზნის, ბედიანისა და მახათას მთის მამათა მონასტრების წინამძღვრად
გვესაუბრება მახათას მთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (კუჭავა): 2005წ.
