2005 წლის 17 სექტემბერს მღვდლად ხელდასხმა. 2007 წლის 07 ოქტომბერს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური.
2023წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
შემოქმედის ეპარქია
ლომინეიშვილი ბესარიონ მღვდელი,შემოქმედის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.67
ლომინეიშვილი ბესარიონ დეკანოზი შემოქმედის ეპარქია 2023წ. მდგომ.
საპატრიარქოს უწყებანი N32 22-28სექტემბერი 2005წ გვ.6
ხელდასხმა
17 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს, ბესარიონ ლომინეიშვილს, ხოლო დიაკვნად - მაკვანეთის ხარების სახელობის ეკლესიის სტიქაროსანს დავით ჯანჯღავას. მღვდელი ბესარიონი იმსახურებს ოზურგეთის წმიდა ნინოს ეკლესიაში.
დაჯილდოება
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.