2005-2009წ. დეკანოზი ანტონ მარტყოფელის (თბილისი, საბურთალო) სახელობის ეკლესია
საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოება
5 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე; არქიმანდრიტის წოდებით — მისაქციელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ოდიშელიძე); გამშვენებული ჯვრით — ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — საბურთალოს წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ილია მაღლაფერიძე.