სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მელაძე ბესარიონ ფილიმონის ძე  მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მელაძე ბესარიონ ფილიმონის ძე მღვდელი

დაბ. აგვისტო 1872წ. 


მელაძე ბესარიონ ფილიმონის ძე  1897-1903 წლებში სოფ. ივანდიდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის, 1907-12 წლებში  სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი. 


ბესარიონ მელაძე დაიბადა1872 წელს დაიბადა მღვდლის ოჯახში.

1895 წელს კიევის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა.

1896 წელს შტატში დაადგინეს.

1897 წელს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა,მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ივანდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა.

1902-1907 წლებში ხონის ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო სასულიერო დეპუტატი.

1903 წელს მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად გადაიყვანეს. ამავე წელს ჭაგნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს.

1904 წელს საგვერდულით დაჯიდლოვდა და ჭაგნის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა.

1906-1907 წლებში კულაშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.

1907 წელს სკუფია უბოძე და ისევ მათხოჯის ტაძარში გადაიყვანეს. 

მამა ბესარიონი 1908 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მათხოჯის ბიბლიოთეკის გამგე და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

1912 წელს კულაშის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს და იმავე წელს ხუნჯულაურის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად, ხუნჯულაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

1921 წელს ანაფორა გაიხადა და პედაგოგის სამსახური შეითავსა. ასწავლიდა მეორე ილორის (აბაშის რაიონი) არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც 1929 წლამდე იმსახურა.

1929 წლიდან სოფელში ფიზიკურ შრომას ეწეოდა. ცოცხალი ჩანს 1939 წელს, ამ წელს წერილს უგზავნის იოსებ ბესარიონის ძე სტალინს და სთხოვს დახმარებას. ჰყავდა მეუღლე მატრონა თეოდორეს ასული და შვილი ბიძინა.

მამა ბესარიონის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1940-იან წლებში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების მათხოჯის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი

მელაძე - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მელაძე ბესარიონ ფილიმონის ძე  მღვდელი
მელაძე ბესარიონ ფილიმონის ძე - მღვდელი. დაბ. აგვისტო 1872წ.  სრულად ნახვა
მელაძე მატათა (ავთანდილი) დეკანოზი
მელაძე მატათა (ავთანდილი) - დეკანოზი. დაბ. 30 აგვისტო 1980წ. სოფ. ალვნე (ხულო) 2008 წლის 24 აგვისტოს დიაკვნად კურთხევა, 07 იანვარი 2009 წელს მღვდლად კურთხევა. პირველი ხულოში დაბადებული მღვდელი, რომელიც ეკურთხა მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდგომ. 5 შვილის მამა; სრულად ნახვა
მელაძე ზაბულონი მღვდელი
მელაძე ზაბულონი - მღვდელი. სრულად ნახვა
მელაძე თეიმურაზი მღვდელი
მელაძე თეიმურაზი - მღვდელი. 2024 წლის 24 მარტს დიაკვნად კურთხევა; 2024წ. წლის 13 ოქტომბერს მღვდლად ხელდასხმა; ქობულეთის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი; სრულად ნახვა
მელაძე ქეთევანი (ნინო თევდორეს ასული) იღუმენია
მელაძე ქეთევანი (ნინო თევდორეს ასული) - იღუმენია. 2023წ. მორჩილად კურთხევა 2000 წელს, მონაზვნად აღკვეცა 2003 წლის 22 მარტი. 2005 წლის 23 დეკემბერს დადგენილ იქნა აგარის (ასპინძა) დედათა მონასტრის წინამძღვრად. სრულად ნახვა
მელაძე ნიკოლოზი - ბერი.
მელაძე რაფაელი (როინ) - ბერი. 2014 წლის 30 მარტს, მცირე სქემაში აღკვეცა. სრულად ნახვა
მელაძე გობრონი - ბერი. 2014წ. მდგომარეობით სახლში მყოფი ბერი
მელაძე იოსები - ბერი. სრულად ნახვა
მელაძე იოვანე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მელაძე სამსონ - მღვდელი. სრულად ნახვა
მელაძე ფილიმონ მახარობელას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მელაძე დიმიტრი იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
მელაძე ევა მონაზონი, მანგლისისა და წალკის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.44
მელაძე იაკობი იღუმენი, ნეკრესის და ჰერეთის   ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.46 განმოსილია
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.



გივი მელაძე 1980-2009წწ გარდ. 29 წლის ავტოკატასტროფა. ვეტერანი, დაბ. თბილისი

2 0

წიგნი მეწამული ბერეტები, შინაგანი ჯარი, ავტ. ნინო მელაძე, გენერალი გოგი თათუხაშვილი

3 0

ილია მელაძე 1970-92წწ გარდ. სოფ. ოხურეი, აფხაზეთი დაბ. სოფ. ჩარდახი, მცხეთა

2 0


ლეონიდე მელაძე 1945-92წწ. გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

3 0

ნიკოლოზ მელაძე 1949-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. აბაშა სამეგრელო

3 0

რუსლან მელაძე 1991-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. ვაშლოვანი ხულო აჭარა

2 0


წიგნი მეწამული ბერეტები, შინაგანი ჯარი, გარდ. მებრძოლები. ავტ. ნინო მელაძე, გენერალი გოგი თათუხაშვილი

2 0

წიგნი მეწამული ბერეტები, შინაგანი ჯარი, ვეტერანები. ავტ. ნინო მელაძე, გენერალი გოგი თათუხაშვილი

2 0

ვალერი შოთას ძე მელაძე დ.1965წ. 200 მლნ. მომღერალი დაბ. ბათუმი

2 0

მევლუდ მელაძე დ.1972წ მსოფლიო პრიზიორი სამბო წარმ. სოფ. ჩორდი ონი რაჭა

1 2

1 1 1


გიზო მელაძე დ,1994წ. მსოფლიო პრიზიორი, ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი 1994წ.

1 0

1 2 4


ვალერიან მელაძე მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი

1 0

6 2 0