სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ოდიშვილი ელიზბარი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ოდიშვილი ელიზბარი დეკანოზი

2008 წლის 22 ნოემბერს დაჯილდოვდა, მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

ოდიშვილი ელიზბარ დეკანოზი, ქაშუეთის ტაძრის მოძღვარი მცხეთა თბილისის ეპარქია 2024წ.

საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3 დეკემბერი 2008წ გვ. 6

დაჯილდოება

22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ტაძრის მღვდელმსახურნი: წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი და დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.

ხუთი მოხუცებული მღვდელმთავარი და სულ რამდენიმე ეკლესია დახვდა, მთელ საქართველოში ალბათ - 80-მდე, და 40-მდე ქართველი მღვდელი, დანარჩენი კი სხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ ღვთისმსახურებაში. ერთ დღეს მამა ღვთისომ (ქვაშვეთის ტაძრის მოძღვარმა) მითხრა, - ეკლესიაში ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, შენნაირი ახალგაზრდები გვჭირდებაო, - და პატრიარქთან მიმიყვანა. 

1978 თუ 79 წელი იდგა. მისმა უწმინდესობამ კურთხევა მომცა და საპატრიარქო ტაძარში მიმიღო. ყველაფერს ვაკეთებდი, ფიზიკურადაც ვშრომობდი, ნოხებსა და სასანთლეებს ვწმენდდი, ელექტრობას ვაწესრიგებდი და ა.შ. მერე უკვე სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში ტაძრების გახსნას მავალებდა. ბევრგან ჯერ მე მივდიოდი, იქ სიტუაციას მოვაგვარებდი და მერე პატრიარქი ჩამოდიოდა. მძიმე დრო იყო: მისი უწმინდესობის სადმე ჩასვლას შესაბამისი რაიონის რაიკომის მდივანთან ვათანხმებდით. ეკლესიები დაკეტილი იყო და სანამ თანხმობა რუსეთიდან არ მოვიდოდა, ვერ ვხსნიდით. პატრიარქის წყალობით, ეკლესიებზე გადასახადები მოიხსნა, ძველი ტაძრების აღდგენა, ახლების მშენებლობა დაიწყო და ა.შ. თბილისში ახალი ტაძრების მშენებლობა გლდანის წმინდა გიორგის ტაძრით დავიწყეთ. პატარა ეკლესიებს იმიტომ ვაშენებდით, რომ ადამიანები როგორმე იქამდე მოგვეყვანა. ოდითგანვე ასე იყო: ჯერ პატარა ბაზილიკები შენდებოდა, მაგალითად - სამთავრო და მერე - დიდი ტაძრები.


ოდიშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ოდიშვილი ელიზბარი დეკანოზი
ოდიშვილი ელიზბარი - დეკანოზი. 2008 წლის 22 ნოემბერს დაჯილდოვდა, მეორე ჯვრის ტარების უფლებით. სრულად ნახვა
ოდიშვილი იოანე - დეკანოზი. სრულად ნახვა
ოდიშვილი გიორგი (კარლო) - იღუმენი. დაბ. სოფ. სიონი სტეფანწმიდა (ყაზბეგი) 1947წ. სოფ. სიონი სტეფანწმიდა (ყაზბეგი).  სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.