
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 56
მღვდელი იოსები (სადუნიშვილი) დაიბადა 1988 წლის 20 აგვისტოს საჩხერის რაიონ სოფელ კორბოულში.
2005 წელს დაამთავრა კორბოულის me-2 საჯარო სკოლა.
2000 წელს მოინათლა. ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 2006 წლის გაზაფხულზე, აღდგომის მარხვაში.
2006-2010 წლებში სწავლობდა საფარის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში,
2013 წლის 13 დეკემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად. დიაკვნობისას მოღვაწეობდა კორბოულის ძლევის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში, მამა ნიკოლოზთან (მაჭარაშვილი).
2014 წლის 14 აგვისტოს მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძარში აკურთხა მღვდლად და დაადგინა სოფელ ჭალოვნის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში.
2014 წლის 28 აგვისტოდან (მარიამობიდან) მსახურობს ჭალოვნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხვანში, ჭალოვანში, ლიჩში, ლოდორში, წმანში, გორიჯვარსა და ვაკისაში.



2016 წლის ფოტო