1774წ. მღვდელი გერგეთი (სტეფანწმიდა) სამება/ მამათა მონასტერი
სუჯაშვილი იაკობ, გერგეთის სამება. ერეკლე მეფის ოფიციალურ აღწერაში ფიქსირდებიან 1774 წელსაღწერა სუჯასშვილთა გვარით იწყება : ,,სუჯასშვილი ბერი, .. ძაი და ლომი, .. სეხნია, მათაი და გიორგი, .. მღვდელი იაკობ, ხახუა და ბერი, .. მღვდელი მარკოზ, .. ივანე, .. ბერუა და მათაი, .. ბერი, .. დავით, უძილა და რუხია, .. ივანე, .. კუთარა’’(გვ.407-408). სუჯასშვილები - სულ 11 კომლი, 19 თავი. ამათგან იხსენიება ორი მღვდელი (სუჯასშვილი იაკობ, სუჯასშვილი მარკოზ). აღნიშნული ფაქტიც უმნიშვნელო არ უნდა იყოს ჩვენი საკითხის გამორკვევისათვის. გვ. 10
