სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე მღვდელი



ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე, მღვდელი

ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე, 1874-1942წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) 1894წ. მედავითნე უკანაფშავი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია.  1903წ. მედავითნე ვანთა/ბუშეტის (თელავი) ხელთუქმნელი ხატის 1909წ. მღვდელი შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია  1907წ. შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1911წ. წინანდალი (თელავი) წმიდა გიორგის ტაძარი 1911წ. მარტყოფი (გარდაბანი) სობორი (საკათედრო ტაძარი) 1912წ. ქედი (ქვემო) (დედოფლისწყარო) წმიდა გიორგის ეკლესია 1916წ. მაღარო (სიღნაღი) ქრისტეს ფერიცვალების ეკლესია 1920-იანიწ. მღვდელი საგარეჯო სვიმეონ მესვეტის/დოდო გარეჯელის ეკლესია, თელავის მაზრა


125. სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი პავლე იოანეს ძე ტოპეშაშვილი




1874 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1892 წლის აგვისტოში ჯუგაანის ჯვარპატიოსანის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის ბოლოს გლდუისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1893 წლის სექტემბერში უკანა ფშავის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 23 ნოემბერს მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1902 წლის 15 დეკემბერს ვანთის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1907 წლის 17 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე)

გვ224

მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

1910 წლის 11 ოქტომბერს სამრევლოში უმოქმედობისა და გაცდენების გამო შტატიდან დაითხოვეს და ჯამაგირი შეუწყვიტეს.

1911 წლის 26 იანვარს წინანდლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ, ხოლო ამავე წლის 20 აპრილიდან კი - მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1912 წლის 18 იანვარს ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1915 წლის 12 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1916 წლის 6 ივლისს მაღაროს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. XX საუკუნის 20-იანი წლებში საგარეჯოს წმინდა დოდოს სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მღვდელი პავლე 1941 წელს გარდაიცვალა.


ტოპეშაშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ტოპეშაშვილი ზაქარია ივანეს ძე მღვდელი
ტოპეშაშვილი ზაქარია ივანეს ძე - მღვდელი.

დაბ. სოფ. ნინოწმიდა (საგარეჯო)

სრულად ნახვა
ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე მღვდელი
ტოპეშაშვილი პავლე იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ტოპეშაშვილი ივანე (იოანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.