2024წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ქურციძე გრიგოლი მღვდელმონაზონი, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.34
ბუზმარეთის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მამათა, უდის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრების წინამძღვარს არქიმანდრიტ გრიგოლს ( ქურციკიძე) , შეეწიოს ყველა წმიდანის და წმიდა დიდმოწამე მარინეს მადლი და ძალა ,, გამოგაჩინონ საქმემან შენმანო" - ნათქვამია და სწორედ ასეთია მამა გრიგოლის ღვაწლი და დამსახურება: მამა გრიგოლმა 2002 წელს დაიწყო მოღვაწეობა სამცხე-ჯავახეთში, სოფელ უდეში მიტოვებული, წამებულთა სასაფლაოს ტერიტორიაზე დაარსა დედათა მონასტერი, დაიმოწაფა დედები და მამები, დაიწყო ტაძრების რესტავრირება, მოხატვა და მონასტრების აღმშენებლობა, ასევე მონასტრების წევრებთან ერთად გააძლიერა სამონასტრო ცხოვრება, სოფელ უდეში დააარსა წმიდა ანთიმოზ ივერიელის მამათა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრები, ბუზმარეთის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერი, ასევე სამონასტრო მოსამზადებელი სკოლა, სადაც განათლებას იღებენ და ემზადებიან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მას დიდი წვლილი აქვს ჩვენს მხარეში, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და მხარის პოპულარიზაციის მიმართულებით.