სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12243

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ღვთისავრიშვილი  კირილე სვიმონის ძე  მთავარხუცესი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე მთავარხუცესი

დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი 1866-1931წწ დაკრძ. ზემო ბოდბე საერო სასაფლაოზე ბიოგრაფია

ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე მღვდელი, მთავარხუცესი

ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე 1866-1931წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი. 1917წ. ალავერდის ეპარქია 1917წ. ცხრა სამთავარხუცესო


54. სოფელ ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის (მეორე) ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი, სიღნაღ-ის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი კირილე ღვთისავარიშვილი.

1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1890 წელს ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

გვ178

1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898 წელს კი- სკუფია უბოძეს.

1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქაალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1917 წლის ივნისში კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებზე. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.

1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) ბოდბის კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ბოდბეში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.

ღვთისავრიშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ღვთისავრიშვილი  კირილე სვიმონის ძე  მთავარხუცესი
ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე - მთავარხუცესი. დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი 1866-1931წწ დაკრძ. ზემო ბოდბე საერო სასაფლაოზე ბიოგრაფია სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი სამსონ - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ვასილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ლაზარე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე ლაზარეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ნიკოლოზ სამსონის ძე - მღვდელი. გარდ. 1913წ/ სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.