სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე მღვდელი

დაიბადა 1858 წელს

შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე, მღვდელი დაიბადა 1858 წელს, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა)  1890წ. მედავითნე, ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია, 1908წ. ბაცალიგო (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1878წ. დიაჩოქი, მუქო (მუქუ) (უკანაფშავი, დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1915-17წ. მუქო (მუქუ) (უკანაფშავი, დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1915წ. უკანაფშავი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1894წ. მედავითნე, ჩარგალის (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1908წ. ხახმატი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია


141. სოფელ ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ქრისტესია ეგნატეს ძე შიოშვილი


1858 წელს, მედავითნის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია.

1879 წლის 23 თებერვალს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1893 წლის 24 სექტემბერს ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ

გადაიყვანეს.

1908 წლის 17 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ხახმატის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.

1914 წლის 16 იანვარს მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის

ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე. მისი შემდგომი ბედი უცნობია. შემორჩენილია მოგონება მამა ქრისტესიას ვაჟკაცობის შესახებ. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა უშიშარი და დიდი ვაჟკაცი. მუქოში მსახურობის პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჯერ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც ნახავდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაურისკიათ

გვ232

და ჩუმად დასხმიან სოფელ თავს. ეს რომ გაუგია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოკიდებია ქისტებს. მათაც რომ დაუნახიათ მამა ქრისტესია, შეშინებულებს დაუგდიათ ნადავლი და გაქცეულან, მამაო უკან დაედევნა და სულ სიბრტყით სცემდა ხანჯალს გაქცეულ ქისტებს. იქამდე სდია, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შეძდეგ მათ კაი ხანი აღარც უცდიათ ხევსურების შეწუხება.


შიოშვილი - გვარის 11 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

შიოშვილი ზოსიმე (შოთა გიორგის ძე წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი
შიოშვილი ზოსიმე (შოთა გიორგის ძე - წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი. დაბ. 1951წ. დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ჯიმითი (გურჯაანი) ბიოგრაფია სრულად ნახვა
შიოშვილი ლავრენტი ქრისტესიას ძე მღვდელი
შიოშვილი ლავრენტი ქრისტესიას ძე - მღვდელი. 1893-1919წწ მოღვ. სოფ. მუქო, დუშეთი. ხევსურეთი. ბიოგრაფია სრულად ნახვა
შიოშვილი ანტონ გიორგის ძე - დეკანოზი. სრულად ნახვა
შიოშვილი ლაზარე - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
შიოშვილი ლავრენტი - მედავითნე. სრულად ნახვა
შიოშვილი ვლადიმერ - საბერო მორჩილი. 2008 წლის 13 იანვარს საბერო მორჩილად კურთხევა სრულად ნახვა
შიოშვილი გრიგოლი - მედავითნე. სრულად ნახვა
შიოშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
შიოშვილი პეტრე - მედავითნე. სრულად ნახვა
შიოშვილი ექვთიმე (იაგო) - მღვდელმონაზონი. 2005წლის 26 აგვისტოს ბერად აღკვეცა სრულად ნახვა
შიოშვილი ქრისტესია ეგნატეს ძე - მღვდელი. დაიბადა 1858 წელს სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 2

შიოშვილი  სიკო მიხეილის ძე დაბ. 1919 დაკარგ. 1941წ. საბუე (ყვარელი) მეორე მსოფლიო ომი 1941-45წწ


სრულად ნახვა

შიოშვილი  აბრამ მიხეილის ძე  დაბ. 1911 დაკარგ. 1942წ. საბუე (ყვარელი) მეორე მსოფლიო ომი 1941-45წწ


სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.