1915წ. მდგომარეობით ბერი შიომღვიმე (მცხეთა) მამათა მონასტერი
ცინვაძე მარკიანე ბერი, შიომღვიმის მონასტერი 1920-იანი წლები1911-15 წლებში მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე). 1915 წლის თებერვლიდან გარდაცვალებამდე ისევ მეუფე ლეონიდე წინამძღვრობს. ამ პერიოდში მონასტერში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ხაზინადარი მღვდელმონაზონი ისე (სუხიშვილი), მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქიტიაშვილი), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), სქემმღვდელმონაზონი გაბრიელი, ბერი მარკიანე, (ცინვაძე), ბერი ლუკიანე (გაბეჩაშვილი), ბერი მიხეილი (იმნაძე), ბერი ისიდორე, ბერი პანტელეიმონი (ჯოხაძე, შემდგომში დავითგარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი).