2006 წლის 3 იანვარს ბერად აღკვეცა. 2006 წლის 03 ნოემბერს მღვდელმონაზვნად კურთხევა, დაინიშნა სტეფანწმიდის ელიას მთის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2010 წლის 16 ივლისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
2010-2026წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სტეფანწმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი;
ჭიჭინაძე ეგნატე მღვდელმონაზონი, სტეფანწმინდის წმ. ილია თეზბიტელის სახ. ეკლესია, სტეფანწმინდის და ხევის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.52
საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4 აგვისტო 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (შომახია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პავლე (ქებულაძე). ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — სტეფანწმიდის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე); კარკუჩას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (აბაიშვილი). ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით – სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნინო (კუპრეიშვილი)
ფოტო მოგვაწოდა ბერდიაკვნმა გიორგი ბურჭულაძემ.

