ჭოხონელიძე იაკობი იღუმენი,ტაბაკინის წმ. გიორგის ძლევის მონასტერი (VI-VII სს.) 2005წ. მარგვეთის და უბისის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.45
XX საუკუნის ბოლოს, 1992 წელს ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.), ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხამერე ნაგებობები შეემატა. იქვე გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი. ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ. დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.
