სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12426

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ხობუა გიორგი მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ხობუა გიორგი მღვდელი

დაბ. ხონი 1986წ. დიაკვნად ხელდასხმა 2022 წლის 15 მაისს.  მღვდლად ხელდასხმა 2023 წლის 04 ნოემბერს. ქორეთის (საჩხერე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი

ხობუა გიორგი მღვდელი 2023წ. ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

2023 წლის 4 ნოემბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ხობუას.

ხელდასხმანი
2022 წლის 15 მაისს საჩხერის საკათედრო ტაძარში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა სოფელ ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მედავითნე გიორგი ხობუა.


წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 70

დიაკვანი გიორგი (გოგა ხობუა) დაიბადა 1986 წლის 4 სექტემბერს ქალაქ ხონში. წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 11 წლის ასაკში მოინათლა და 13 წლის ასაკში დაიწყო სტიქაროსნობა ქ. ბოლნისის ცურტავის წმ. ქეთევან წამებულის დედათა მონასტერში.

2009 წელს დაქორწინდა ეკატერინე პაპიძეზე. ჰყავს ორი შვილი, იოანე და მარიამი.

2011 წელს გადმოვიდა ჭიათურაში საცხოვრებლად და შვიდი წელი მუშაობდა მაღაროში. 2013-2014 წლებში ესწრებოდა ქ. ჭიათურაში გახსნილ საღვთისმეტყველო კურსებს.

2017 წლის ბოლოდან აქტიურად ჩაერთო საეკლესიო ცხოვრებაში.

2022 წლის 15 მაისს (განრღვეულის კვირას) მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით ხელი დაესხა დიაკვნად. მსახურობს დეკ. გიორგი წერეთელთან ერთად სოფ. ქორეთის წმ. სამების სახ., სოფ სვერში წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ., სოფ. ცხრუკვეთისა და სოფ. თვალოეთის წმ. დიდმოწამე გიორგის სახ. ტაძრებში.

ხობუა - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ხობუა გიორგი მღვდელი
ხობუა გიორგი - მღვდელი . დაბ. ხონი 1986წ. დიაკვნად ხელდასხმა 2022 წლის 15 მაისს.  მღვდლად ხელდასხმა 2023 წლის 04 ნოემბერს. ქორეთის (საჩხერე) ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.