2018წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი გორის სამების ტაძარი დაკრძალულია
ხულორდავა კირილე დეკანოზი, სამთავისის და გორის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.50
დეკანოზი კირილე 1988 წლიდან იყო ანჩისხატის ტაძრის მრევლი. 1990 წლის 8 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ დიაკონად აკურთხა, ხოლო ამავე წლის აგვისტოს, ურბნელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) ხელი დაასხა მღვდლად და სამთავისის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1994-2006 წლებში შეთავსებით მსახურობდა ატენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად. 2004 წლის ივლისიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 2010 წლიდან დღემდე მსახურობდა გორის საკათედრო ტაძარში.