1835-1836 წლებში რუსულიდან თარგმნა იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი ებრაელთა ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის (ცხოვრობდა დაახლოებით I საუკუნის 37-95 წლებში) თხზულების, "იოსიპოსის წიგნი ჰურიისა" გაგრძელება - წიგნი 16-20 (წ.-კ. ს. ფონდი №320, 321). რუსულის მიხედვით შეასწორა იმავე თხზულების იოანე პეტრიწის მიერ ლათინურიდან ნათარგმნი თხუთმეტი წიგნი (წ.-კ. ს. ფონდი №315-319, რომელიც გადაწერა აბელ ბაშბეუქოვმა 1840 წელს-წ.-კ. ს. ფონდი №372-374). 1836-1837 წლებში რუსულიდან თარგმნა ლათინურიდან რუსულ ენაზე მიხეილ ალექსის ძის მიერ ნათარგმნი იოსებ ფლავიუსის "ბრძოლისათვის იუდელთასა" (წ.-კ. ს. ფონდი №322-324). დავით დადიანის კარის მოძღვარი.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.426