სასულიერო პირების საჭიროებაზე არის საუბარი 1846 წელს ბლაღოჩინი მღვდელ
ანდრია გურგენიძის მერ გაგზავნილ წერილში, რომელიც თხოვნით მიმართავს საქართველოს
ეგზარქოს ისიდორეს (1844-1858) გამოგზავნოს აბანოს სამრევლოში ვინმე სასულიერო პირი.
დოკუმენტი გვამცნობს, რომ აბანოს სამრევლოში ამ დროს არ ჰყავდათ მღვდელი. აღნიშნული
მიზეზის გამო სამრევლოში გართულებული იყო ქრისტიანული საჭიროებების აღსრულება.
ამავე დროს ანდრია გურგენიძე თავად სთავაზობს სასულიერო პირის კანდიდატურას აბანოს
სამრევლოში გასამწესებლად: ,,ვბედავ და მივმართავ თქვენ ყ῀დ უსამღვდელოესობას, რომ
მადლიერები ვიქნებით თუ დავნიშნავთ ვინმეს მღვდლებიდან აბანოს სამრევლოში და
რეკომენდაციას ვუწევ მღვდელს ივანე ინდუაშვილს, რომელიც არა მარტო აბანოს
სამრევლოსთვის იქნება სასარგებლო, არამედ ჩემთვისაც, რადგან ზამთარში დიდთოვლობისა
და ზვავების გამო კობში ჩასვლა ჩემთვის ძალიან ძნელია, ამის გამო სამრევლო მოკლებული
იქნებოდა არა მარტო მღვდელს, არამედ ქრისტიანულ მოთხოვნილებებს“ (სეა, სცა, ფ. 488, ა. 1,
ს. 11489).
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.