75. სოფელ ლაგოდეხის სამრევლო (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი მიხეილ იოანეს ძე დონჯაშვილი.
1891 წლის დეკემბერშიდიაკვნად აკურთხეს.
1892 წლის 12 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ლორეს სარეზერვო ფეხოსანი პოლკის მღვდლად დაინიშნა.
1895 წლის 4 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1898 წლის 1 სექტემბერს ლაგოდეხის მასლოვის სასწავლებლის ზედამხედველად და ლაგოდეხის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1925 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით იგი ბოდბის ეპარქიის ჰერეთის ოლქის მთავარხუცესად ჩანს. იხსენიება 1926 წელსაც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები სურამში გაატარა. დეკანოზი მიხეილი 1935 წლის 17 მაისი გარდაიცვალა. იგი 21 მაისს სურამის სასაფლაოზე დაასაფლავეს.