თეიმურაზ კომახიძე (დ. 1937, ბათუმი — გ. 30 სექტემბერი, 2012) — ქართველი მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, მწერალთა და არქიტექტორთა კავშირების წევრი, საპატიო ბათუმელი, 61 წიგნისა და 120-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ნიკო ბერძენიშვილის, აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი.
თეიმურაზ კომახიძის სახელთანაა დაკავშირებული:
წმიდა კეთილმოსურნე მეფე თამარის ტაძრის აგება,
14 მუზეუმის, ხულის სამხატვრო სკოლის, ხულოს სამხატვრო გალერეის დაარსება;
შერიფ ხიმშაშვილის სახლმუზეუმის დაარსება და აქ უნიკალური ბიბლიოთეკის (20000 წიგნადი ფონდით) განთავსება;
ხიხანის ციხეზე საფეხმავლო გზის აყვანა და ციხის კონსერვაცია;
ნიგაზეულის ციხის კონსერვაცია და სელიმ ხიმშიაშვილის საფლავის მოწყობა;
სერიყანაში, სელიმ ხიმშიაშვილის თავისმოკვეთის ადგილას, მემორიალის აღმართვა;
არაერთი ისტორიული ძეგლის აღდგენა.