1840, 1860, 1865წ. მღვდელი ჭანჭათი (ლანჩხუთი) მთავარანგელოზთა ეკლესია
წულაძე იოანე მღვდელი 1840, 1860, 1865წ. ჭანჭათი (ლანჩხუთი) მთავარანგელოზთა ეკლესია
წულაძე იოანე ნიკოლოზის ძე სოფ. ჭანჭათის (გურია) მთავარ ანგელოზის ეკლესიის მოძღვარი 1880-იანი წლები გარდ. 1911წ. ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი, 1911. 15 აგვისტო. N 32. გვ. 3–4.
საქართველოს საეგზარქოსოს არქივში დაცულია ცნობა სოფელ ჭანჭათის ეკლესიისა და იქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ, სადაც ვკითხულობთ(საბუთი დაწერილია 1839 წელს): „სოფელ ჭანჭათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — აშენებულია ხით. სიძველის გამო აშენების წელი არაა ცნობილი. განახლებულია 1780 წელს. სამრევლო შედგება 66 კომლისაგან. ეკლესია მდებარეობს საბატონო სოფელში. შეწირული აქვს მამული — ვენახიანი, ორი ქცევა და 240 ქცევა ტყე. მღვდელი იოანე წულაძე — 91 წლის, ქვრივი. ჰყავს ორი ძე: დიაკონი ნიკოლოზი — 31 წლის და ლაზარე 29 წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წი..
საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ გვ. 26
..ნამძღვარ, არქიმანდრიტ იობთან ისწავლა. 1770 წელს ხინოწმინდელმა ეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) დიაკვნად აკურთხა. 1783 წლის 9 მარტს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდლად კურთხევის სიგელი არა აქვს. დიაკონი ნიკოლოზ წულაძე — 31 წლის, ცოლიანი. ჰყავს ორი ძე: პორფირი 10 წლის და იოანე წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1822 წლის მარტში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. დიაკვნად კურთხევის სიგელი არა აქვს.“ როგორც ვხედავთ, მამა იოანე ამ დროს ჯერ კიდევ 4 წლის ბავშვია.






