2026წ. მდგომარეობით მღვდელი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
2025 წლის 20 აპრილს აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება წმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში აღასრულა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დიაკვნად დაასხა ხელი წიგნის მკითხველს აკაკი აფხაზავას
დიაკონი აკაკი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
2026 წლის 21 ივნისს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში , მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღამისთევის მსახურებაზე მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ აკაკი აფხაზავას, ხოლო, დიაკვნად წიგნის მკითხველ ზურა ასამბაძეს და სახელი ეწოდა ზოსიმე.
