2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ გვ. 6
დაჯილდოება
27 მარტს დიღომის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიაში (კინოსტუდიის ეზოში) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი დადუნაშვილი; გამშვენებული ჯვრით ― ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი); ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეოდორე ნადაშვილი.