
გივიშვილი იოანე დეკანოზი, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, გარდ. 2016წ.
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
5 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.


მარცხნიდან დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი, დეკანოზი ნიკოლოზ მელიქიძე ბაბუას (მიტროპილიტი დავით ჭკადუა) ნაკრთხია სოხუმში 1990 წელს და მამა აკაკის ძმაა, დეკანოზი იოანე გივიშვილი დეკანოზები გივის და ნიკოლოზის მამა. სიმამრია დეკანოზი გიორგი ბურდეინის.
ფოტო და ანოტაცია მოგვაწოდა ივა ჭკადუამ.