სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

თევზაძე  მიქაელი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თევზაძე მიქაელი დეკანოზი

2002 წლის 16 ივნისს მღვდლად ხელდასხმა; 2008 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2009 წლის 23 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით.


საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.7

დაჯილდოება

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: დეკანოზი ტარიელ ჟღენტი — მიტრით; დეკანოზი მიქაელ თევზაძე ჯვრით; გამშვენებული დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ― გამშვენებული ჯვრით.

დაჯილდოვება

21 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით იღუმენი მელქისედეკი (ხაჩიძე) და იღუმენი ადამი (ახალაძე);
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -–- დეკანოზი მაქსიმე ფაიქაძე;
გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი პეტრე ბარამიძე და დეკანოზი დავით შაქარაშვილი;
ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით – მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქაჯაია);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი გიორგი კუსრაძე, მღვდელი ანტონ გელაშვილი, მღვდელი მიქაელ თევზაძე, მღვდელი გიორგი წურწუმია და მღვდელი ევდემოზ ალელიშვილი. 



მღვდელი მიქაელ თევზაძე წმინდა ბარბარეს ტაძარში 2003 წლის 22 აგვისტოდან მსახურობს.

- მამაო, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ, როგორ გახდით მღვდელმსახური.

- ჩემმა ბავშვობამ დიდუბის ეკლესიაში გაიარა, რადგან ამ ეკლესიის მეზობლად მდებარე, ამჟამად წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. დედის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ვთხოვე, სტიქარში სამსახურებლად ლოცვა-კურთხევა მოეცა. 2000 წელს ჩავაბარე გელათის სასულიერო აკადემიაში. 2001 წლის 21 ოქტომბერს უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი სიონის საკათედრო ტაძარში. დიაკვნობის პერიოდში გახლდით პატრიარქის ჟამთააღმწერელი. 2002 წლის 16 ივნისს უწმინდესმა ყაზბეგის რაიონში წამიყოლა და ამ დღეს დამასხა ხელი მღვდლად. იმავე წლის 16 ივლისს მისივე ლოცვა-კურთხევით დავინიშნე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სოფელ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. მანამდე ვმსახურობდი სოფელ აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში. ვიყავი ეპარქიის გაზეთის "მადლიანი სტეფანწმინდის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მიმყავდა ისტორიული რუბრიკა "კუთხის ეკლესიები და მათი ისტორიული დატვირთვები". უკვე სამი წელია, რაც ამ ტაძარში ვმსახურობ. მყავს ოჯახი, ოთხი შვილი: ლევანი, მარიამი, გიორგი და ნიკოლოზი.

- რამდენადაც ვიცი, განათლებით ისტორიკოსი ბრძანდებით და ამ მიმართულებითაც მოღვაწეობთ.

- 2006 წელს გამოვეცი ორი სამეცნიერო ნაშრომი: "საქართველოს ეკლესიის როლი ქართული კულტურის გადასარჩენად XIII-XV საუკუნეებში" და "გიორგი ბრწყინვალის სახელმწიფოებრივი, საეკლესიო და კულტურული მოღვაწეობა". ამ ნაშრომებში შევეცადე გამეშუქებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზრუნვა ქართული კულტურის გადასარჩენად, საისტორიო და საეკლესიო ლიტერატურის გამოყენებით დამესაბუთებინა, თუ როგორ მოახერხა ქართულმა ეკლესიამ მტრის გამუდმებული შემოსევებისგან ქართული კულტურის საგანძურის გადარჩენა. ეკლესია ყოველთვის აერთიანებდა დაშლის გზაზე დამდგარ საქართველოს, ძალასა და სიმხნეს მატებდა მას.

- მღვდლად მსახურების პერიოდში თქვენთვის რა იყო ყველაზე დიდი სიხარული?

- ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საპატრიარქოს გადასცა დიღმის მასივში მდებარე არასამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მერგო პატივი, ყურადღება მივაქციო აქ დაგეგმილი წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობას. ვასრულებ პარაკლისებს და იმ სამღვდელმსახურო მოვალეობებს, რასაც ითხოვს მშენებარე ტაძარი.

- თქვენ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ხართ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ წმინდა ქალწულმოწამის მიმართ?

- ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და ჩემს ოჯახში უდიდეს პატივს მიაგებდნენ საეკლესიო დღესასწაულებს, წმინდანებს. მახსოვს, ბარბალობას (ასე ვეძახდით დასავლეთ საქართველოში) დილაადრიან ბებიას გამომცხვარი თბილ-თბილი ლობიანების სურნელი გვაღვიძებდა და გვაგრძნობინებდა ამ დღესასწაულის მადლს. ქალწულმოწამე ბარბარე გამორჩეულია ცხოვრებით, სიწმინდით, მშვენიერებით, უდიდესი კადნიერება აქვს ღვთის წინაშე, ამიტომაც ვევედროთ მას, რომ თავისი ღვთივსათნო მეოხებით დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან, თავისი ლოცვის სხივებით გამოგვიყვანოს ცოდვების წყვდიადიდან და დაგვაყენოს ნათელი გამოხსნის გზაზე:

"ქალწულებითა განშვენებულო, წამებითა გაბრწყინებულო, სასწაულთმოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, წმიდაო მოწამეო ბარბარე, ევედრე ღმერთსა სულთა ჩვენთათვის. ამინ!"

თევზაძე - გვარის 18 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

თევზაძე  მიქაელი დეკანოზი
თევზაძე მიქაელი - დეკანოზი. 2002 წლის 16 ივნისს მღვდლად ხელდასხმა; 2008 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2009 წლის 23 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. სრულად ნახვა
თევზაძე ზაზა - დეკანოზი.
თევზაძე თეონა - იღუმენია. სრულად ნახვა
თევზაძე ლეონტი ანდრიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე გაბრიელი - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე თეკლე - მონაზონი. სრულად ნახვა
თევზაძე იოანე მოსეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე იოსებ მოსეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ლაზარე გაბრიელის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ტარას ლუკას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ილარიონ ანდრიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ლუკა ლაზარეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ანდრია - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე გერასიმე - მედავითნე. სრულად ნახვა
თევზაძე სილიბისტრო - მღვდელი. სრულად ნახვა
თევზაძე ალექსი - დეკანოზი. სრულად ნახვა
თევზაძე მოსე ლაზარეს ძე, მედავითნე. 1900-იანი გვენეტაძე ედიშერ, ყუბანეიშვილი სოლომონ. სოფელ მუხაღრუას ეკლესიების ისტორიიდან. თბილისი, 2015. გვ.6–59. ISBN 9789941109904
თევზაძე ივლიტა  მონაზონი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1

თევზაძე  კახაბერ  ტაძრის აღმშენებელი
თევზაძე კახაბერ - ტაძრის აღმშენებელი.

სოფ. წიაღუბნის კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი;

ბიზნესმენ კახა თევზაძის ქტიტორობით, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აიგო კვირიკესა და ივლიტას სახელობის ახალი ტაძარი, რომელიც 2019 წელს ეკურთხა. ყოველ 28 ივლისს აღინიშნება სოფლის მთავარი საეკლესიო დღესასწაული - კვირიკობა.

2019წ. წიაღუბანი (სამტრედია) წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესია

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.